კრემლის საიდუმლო ოპერაცია თბილისში - პირველი ინტერვიუები სკანდალური გამოძიების ავტორებთან
როგორ წამლავდნენ აკრძალული იარაღით რუსეთის სპეცსამსახურების სპეცაგენტები თბილისში ამერიკელ დიპლომატებს - პირველი ინტერვიუები ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების ავტორებთან და ექსპერტთან, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, "ამერიკის ხმამ" ჩაწერა.
სტატიის ერთ-ერთი თანაავტორი მაიკლ ვაისი ე.წ. "ჰავანის სინდრომის" შესახებ საუბრობს და იმ მტკიცებულებებზე საუბრობს, რომელიც მიუთითებს, რომ დანაშაული სწორედ რუსეთი სპეცსამსახურებმა ჩაიდინეს.
მან თავის ერთ ნაწილში ძლიერი წნევა და ტკივილი იგრძნო, იმ მხარეს, რომლისკენაც ქუჩაშ გამავალი ფანჯარა იყო. აბაზანაში შევიდა, ძლიერად აღებინა, შემდეგ კი უცხოეტში მყოფი ამერიკელი დიპლომატების ოჯახის წევრებისთის განკუთვნილი თრენინგების შესაბამისად, მან გადაწყვიტა, შეემოწმებინა შემოგარენი. გარეთ გავიდა, მაღალი გამავლობის მერსედესის ავტომობილი და ძალიან მაღალი, ქერა ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა. მოვიანებით, მან ჩვენს მიერ ნაჩვენებ ფოტოზე ალბერტ ავერიანი ამოიცნო, რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ცნობილი ქვედანაყოფის, 29 155-ის დამფუძნებელი მეთაურის და ევგენი პრიოჟინის მკვლელობის შემდეგ აფრიკაში რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ანდრეი ავარიანოვის ვაჟი. ანდრეი ახლა "გრუზდირექტორის" მოადგილეა. ფაქტი, რომ ალბერტი იმ წუთას იქ იმყოფებოდა, მტკიცედ მიუთითებს, რომ იქ ამავე დანაყოფის სხვა წევრებიც იყვნენ რაღაც ტიპის კინეტიკური ოპერაციისთვის, ძალადობის აქტისთვის. "ჰავანის სინდრომის" ამ მსხვერპლს მოგვიანებით უიშვიათესი დაზიანება დაუდგინდა, შიდა ყურის ძვალში ნახვრეტები გაუჩნდა. ჩვენ ვიპოვეთ იმის მტკიცებულებიც, რომ გრუზთვის მთავარი მეცნიერი, დოქტორი ჩეპური, რომელიც იმ დაწესებულებასაც მართავს, სადაც ნოვიჩოკის წარმოება და გამოცდა ხდება, იმავე წელს კვლევებს ატარებდა ჯანმრთელობის სწორედ ამ მდგომარეობაზე, - ამბობს "ინსაიდერის" გამომძიებელი ჟურნალისტი მაიკ ვაინსი.
მაიკლ ვაისი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან მსგავსი ფაქტით დაინტერესების მოლოდინი არ ჰქონიათ.
ჩვენ ვესაუბრეთ თავდასხმის მსხვერპლის მეუღლეს, ვესაუბრეთ თავად მსხვერპლს, ასევე გვქონდა არაპირდირი მცდელობა, რომ საქართელოს მთავრობისგანაც მიგვეღო ინფორმაცია. თუმცა, როგორც წარმოგიდგენიათ, ესაა მთავრობა, რომელსაც არც ისე ძლაიან სურს, ან მზადაა, გაიშვიროს თითი მოსკოვისკენ საკუთარ მიწაზე მომხდარი რაიმე სახის არაკეთილსაიმედო მავნე ქმედებების თაობაზე, - ამბობს ვაისი.
სტატიის თანავტორს მომხდარი არ უკვირს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გავითარდა მოვლენები ზელიმხან ხანგოშვილთან დაკავშირებით. წარმოშობით ჩეჩენი და საქართველოს მოქალაქე ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს, მანამდე კი მას თავს არაერთხელ დაესხნენ საქართველოში. მკვლელობამდე ხანგოშვილი ამბობდა, რომ მის მოკვლის მცდელობის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ.
მე ვმუშაობდი გამოძიებაზე იმის შესახებ, პრაქტიკულად, როგორ დაფარა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ თბილისში ზელიმხან ხანგოშვილის მსგავსი ადამიანის მკვლელობის მცდელობები. წარმოშბით ჩეჩენი მოქალაქის, რომელიც, როგორც მეც ვწერდი, საქართველოს შსს-თან თანამშრომლობდა. რუსებმა საქართველოში მისი მოკვლა საქართველოში რამდენჯერმე წარუმატებლად სცადეს. შემდეგ ის გერმანიაში გადავიდა, იფიქრა, რომ იქ უფრო დაცული იქნებოდა, თუმცა როგორც ვიცით, რუსული "ეფ ეს ბეს" თანამშრომელმა ვადიმ კრასიკოვმა ის დღისით, ბერლინის ხალხმრავალ პარკში მოკლა. კრასიკოვი ახლა სამუდამო პატიმრობის საჯელს გერმანიის ციხეში იხდის. ასე რომ, არა, მე არ ველოდები საქართველოს მთავრობისგან რაიმე დადებით რეაქციას ჩვენს გამოძიებაზე, - ამბობს ვაისი.
სადაზვერვო სამსახურებისთვის მომზადებული კვლევის თანაავტორი ამბობს, რომ ადამიანის სხეულსა და ჯანმრთელობაზე "ჰავანის სინდრომის" მსგავსი ეფექტის მქონე ე.წ. იარაღის შექმნით, სწორედ რუსეთია დაინტერესებული.
კვლევისას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და რომელიც ამერიკის დაზვერვის საზოგადოების სახელით ჩავატარეთ, დავადგინეთ, რომ არსებობს ფარული ტექნიკა, აღჭურვილობა, რომელსაც შეუძლია, ამგვარი იმპულსური, მიკროტალღური ენერგიის გამოსხივება. არ შემიძლია, გაგცეთ პასუხი იმაზე, ვის შეიძლებოდა ეს გაკეთებინა, მაგრამ გეტყვით, ორივე კვლევა ძალიან ნათლად აღიარებდა იმას, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში რუსეთი იქნებოდა ეს თუ მანამდე საბჭოთა კავშირი, ის ძალიან ძლიერად იყო დაინტერესებული სწორედ ამ კონკრეტული ფენომენით. ისინი უკიდურესად დაინტერესებულები იყვნენ ადამიანებზე მიკროტალღური ენერგიის გავლენით, რაც კი გვინახავს, ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად. ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია შევაგროვეთ, რაც ამერიკის დაზვერვის საზოგადოების სახელით ეს კვლევა ჩავატარეთ. აქ არაა თოფი, რომელიდანაც კვამლი ამოდის, მაგრამ არის ძალიან ბევრი ირიბი მტკიცებულება, რომელიც გიბიძგებს, დაიჯერო, არ შეიძლება იმის იგნორირება, რომ ეს გააკეთეს ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ამ ეფექტის გამოწვევა და აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა. ამის ალბათობას, უბრალოდ, ვერ უარვყოფთ, - ამბობს დევიდ რელმანი.
მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, თბილისში, დიღომში ე.წ. ამერიკულ სოფელში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის მეუღლის წინააღმდეგ ე.წ. აკუსტიკური არალეტალური იარაღი გამოიყენეს, რითაც მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შეექმნა.