"სამარცხვინო საქციელია" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, დააბრუნოს რუსული კანონი, ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. საკანონმდებლო ორგანოში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა მანდატურის სამსახურის გამოძახება. ხმაურობენ "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის წარმომადგენლები.
"ქართული ოცნება" წყობიდან ამს შემდეგ გამოვიდა, რაც დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით განაცხადეს, რომ ეს არის „რუსული კანონი“.
შალვა პაპუაშვილმა და მამუკა მდინარაძემ კი მისგან განმარტებები მოითხოვეს. სხდომაზე შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.