მამუკა მდინარაძე, სავარაუდოდ, კელი დეგნანს „გლობალური ომის პარტიის ინტერესების გამტარს“ უწოდებს
"ქართული ოცნება" სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთ ელჩს (სავარაუდოდ, კელი დეგნანს) „გლობალური ომის პარტიის ინტერესების გამტარი“ უწოდა.
რუსული კანონის ხელახლა ინიციირების შემდეგ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მედიას უთხრა, რომ „ისტერიულ კამპანიას“ შარშან „ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი“ სათავეში ჩაუდგა.
მეტიც, მისი მტკიცებით, ელჩი „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა.
... ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ ისტერიულ კამპანიას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი, საქართველოში არა ამ ქვეყნის, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა. როგორც შემდეგ გაირკვა, მას ბევრი რამ ჰქონდა დასამალი"- თქვა მამუკა მდინარაძემ.
აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძეს არ დაუსახელებია კელი დეგნანის სახელი, მან თქვა, რომ ყოფილ ელჩს გულისხმობდა.
... ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, „რუსულ კანონად“ მონათლა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელჩის პირობებში, საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა, გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს"- თქვა მდინარაძემ.