მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი - ნიკა მელია

03.04.24 14:06
 მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი - ნიკა მელია

"ახლი" რუსული კანონის წინააღმდეგ - "ოცნებას" ისტორიას არ გადავაწერინებთ! - თქვა საგანგებო ბრიფინგზე ნიკა მელიამ

მელია დარწმუნებულია, რომ საზოგადოების მხრიდან დაკვეთა იქნება ეროვნული და მოიქცევიან ისე, როგორც  უნდა მოიქცეს პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტია.

"ახალის" თანათავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ყოველ დღე, ღიად და დაუფარავად დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს.

მელიას განცხადებით, ივანიშვილის გუნდი ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას უკარგავს და დღეს გადადგმული ნაბიჯი სწორედ ამას ემსახურება.  

დღევანდელი შემთხვევა, რომელიც არის მცდელობა, გადაიწეროს ისტორია, მეტი არაფერი, ხალხო. რისთვისაც თაობებმა მიუძღვნეს საკუთარი სიცოცხლე, არსება, არსებობა მოვლენას, რომ ქვეყანა მოსახლეობით გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ანუ დიდი ევროპული ოჯახის წევრი სახელმწიფო, ამ ყველაფერს ცდილობს ახლა „ქართული ოცნება“, რომ შემოგვიტრიალოს რაღაც ყბადაღებული საკითხით, რომელსაც "რუსული კანონი" ჰქვია, რომელიც უმძიმესი კანონია და რომელსაც სინამდვილეში ჰქვია ევროკავშირზე უარის თქმის მცდელობა", - განაცხადა მელიამ",- განმარატა "ახალის" ლიდერმა. 

ნიკა მელია ამბობს, რომ "ოცნებას" სახეში ნაცრის შეყრის უფლებას არ მისცემენ. 

"ევროპული პერსპექტივა არის ეროვნული პერსპექტივა, ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას და ვერავინ დაგვანახებს პერსპექტივას იაროსლავში და ტომსკში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი. მდინარაძე ივანიშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა და ჩვენ გვჯერა, რომ მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება უნდა მივუძღვნათ ამ საფრთხის განეიტრალებას, რომელიც გადის ევროკავშირის წევრობაზე და როდესაც ჩვენი ბედით თამაშობს ივანიშვილი, როგორც შულერი ჩვენი შვილების ბედით თამაშობს, ეს არავის არ გასვლია, ხალხთან დაპირისპირებაში ამ ხარისხით ნებისმიერი ხელისუფლება როდესაც შემოსულა, ის ყოველთვის დამარცხებულა და ახლაც ეს ვერ იქნება გამონაკლისი, ამიტომ სიტყვებთან ერთად, რა თქმა უნდა, მე მჯერა ქართული საზოგადოება იქნება ადეკვატური, გვჯერა ადეკვატური იქნება ამ გამოწვევის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება ყველაფერს", - თქვა ნიკა მელიამ.

დღეს მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება დააანონსა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

მსგავსი სიახლეები