"ოცნება" ცდილობს წინ ისეთი თემების წამოწევას, რომლებსაც საზოგადოებამ პასუხი უკვე გასცა - ბეჟაშვილი

03.04.24 14:28
"ოცნება" ცდილობს წინ ისეთი თემების წამოწევას, რომლებსაც საზოგადოებამ პასუხი უკვე გასცა - ბეჟაშვილი

"ივანიშვილის პარტიამ ვერ შეძლო საქართველოში ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღება, ამიტომ ახლა ცდილობენ, ისეთი თემები წამოწიონ, რომლებსაც საზოგადოებამ უკვე გასცა მკაფიო პასუხი" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი "ოცნების" მიერ ხელახლა დაინიცირებულ რუსულ კანონს.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქის გუნდი ყველაზე დიდი წინაღობაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

ივანიშვილის პარტიამ ვერ შეძლო საქართველოში ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღება და მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ემიგრაციაში მიდის, მათი შემოსავლები დაბალია ,სესხის პროცენტები მაღალი, პენსიებზე დარიცხული სესხები კაბალური და მთავარი პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლო. შესაბამისად, მათ სჭირდებათ ახალი თემები იმისათვის, რომ საზოგადოებაში კვლავ დაპირისპირება შეიტანონ, ის თემები წამოწიონ, რომლებზეც ერთხელ საზოგადოებამ უკვე გასცა მკაფიო პასუხი, საზოგადოება არ დაუშვებს რუსული კანონის მიღებას, ხელახლა ხდება პროცესების დატრიალება იმისათვის, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ. ამიტომ ვამბობთ, რომ ივანიშვილის პარტია სახლშია გასაშვები. ივანიშვილის პარტია არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები