პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირებაა "ოცნებაში" - პავილიონისი

03.04.24 15:00
პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირებაა "ოცნებაში" - პავილიონისი

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ანტიდასავლურს უწოდებს.

პავილიონისი X-ზე წერს, რომ მმართველ პარტიაში პრორუსული და პროჩინული ტენდენციები შეინიშნება.

პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირება "ქართულ ოცნებაში". იმედი მაქვს, ეს ავტოკრატიული, ანტიდასავლური ინიციატივა შეჩერდება", - წერს პავილიონისი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები