ცენზურა პარლამენტში - პაპუაშვილი ყველას, ვინც რუსულ კანონს ახსენებს, მიკროფონს უთიშავს
პარალამენტში მწვავე დებატებია. სხდომა რამდენიმე საათია დიდი ხმაურის და ურთიერთბრალდებების ფონზე გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ საკანომდებლო ორგანოში ცენზურა დააწესა. ყველას, ვინც სიტყვა "რუსეთს" ან "რუსულ კანონს" ახსენებს, შალვა პაპუაშვილი მიკროფონს უთიშავს. რუსული კანონის გაპროტესტების გამო პაპაუშვილმა დეპუტატების ნაწილის დარბაზიდან გააძევებაც კი სცადა. დაუპირისპირდა ხატია დეკანოიძესაც და ის "ფსევდო პატრიოტად" გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.