ხაზარაძე ივანიშვილს: არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში

03.04.24 15:07
ხაზარაძე ივანიშვილს: არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში

"ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს მიმართავს და მოუწოდებს, რუსული კანონის პარლამენტში ხელახლა დაბრუნების შემდეგ ახსნა-განმარტება გააკეთოს.

მისი თქმით, რუსული კანონის მიღების დირექტივა "ქართულმა ოცნებამ" კრემლისგან მიიღო -  "დავალებაა კრემლიდან, რათა ხელი შეეშალოს EU-სთან მოლაპარაკებებს".

"რუსული კანონი ვერ გავა, ისევე როგორც ქართული ოცნება ვერ დარჩება ხელისუფლებაში"- ამბობს ხაზარაძე. 

ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო, ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია რუსული კანონის შესახებ თავიდან გააცოცხლა. ეს დავალება მიიღო პირდაპირ კრემლიდან, რათა ახლა უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში. 

მინდა მივმართო ივანიშვილს, გამოვიდეს როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია. ივანიშვილი, რომელიც არის ერთ ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების, ლაპარაკობ ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე. ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება, სჭირდება იმას, რომ უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი, უბრალოდ ეს კანონი ქართულ ოცნებას სჭირდება, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა", -  განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ეს კანონი ქართულ ოცნებას სჭირდება, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა.

მინდა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში, ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან, ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნით. მთელი შენი ტრიუკები არის მოძველებული და ჭაობისკენ მიმავალი. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს, ინტერესს, დაცალე ეს ქვეყანა, გააჩერე ეს ქვეყანა, უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე ეს ქვეყანა, შენ გინდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, რომ შენ იყო უსაფრთხოდ და შენმა გარემოცვამ აკეთოს ფული, ქართველი ხალხის ხარჯზე.

ამიტომ ეს კანონი და ყველა ის ტრიუკი, რომელიც აქამდე გაქვს ჩატარებული, არ გაგივა, იმიტომ რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა არის თავისუფალი სამყარო, სადაც ნამდვილად იქნება დაცული ქართული ღირსება, მემკვიდრეობა, ტრადიცია და ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანას გააჩნია", - დასძინა "ლელოს" ლიდერმა. 

მსგავსი სიახლეები