ქართველი ქალი არ მოგცემთ უფლებას, რომ ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ - დეკანოიძე
არ მოგცემთ უფლებას, რომ ქვეყნის მომავალი დაასამაროთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვის გამოსავლისას განაცხადა. საქმე ეხება "ოცნების" მიერ რუსული კანონის შემობრუნებას.
ოპოზიციის წევრმა გასული წლის მარტის აქციები და მის სიმბოლოდ ქცეული "ქალი ევროკავშირის დროშით" გაიხსენა და აღნიშნა, რომ აღნიშნა, რომ სწორედ ქალები არ მისცემენ ხელისუფლებას უფლებას, რომ ქვეყანას მომავალი წაართვან
შარშან, მარტში, როდესაც რუსული კანონმდებლობის მიღების ფონზე ქართველები დაგიპირისპირდნენ, საქართველოს მოქალაქეები, იქ ევროკავშირის დროშა ეჭირა ქალს, ნანა მალაშხიას და ზუსტად ქართველი ქალი არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ. ხვიჩა კვარაცხელიამ რომ დაწერა შარშან მარტში, რომ საქართველოს გზა, ადგილი, ევროპაშიაო, რას ეუბნებით იმ ფეხბურთელებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მხოლოდ სიმბოლურია? არ მოგცემთ უფლებას, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაასამაროთ, - თქვა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.