პატრიოზიმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ - პაპუაშვილი ოპოზიციას
ოპოზიციის კრიტიკით გაღიზიანებული პარლამენტის თავმდჯომარე დღეს ოპონენტებს ისევ თავს დაესხა. შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს უთხრა, რომ მათგან პატრიოტიზმის გაკვეთილებს ვერ მიიღებს, რადგან ისინი იმ ადამიანის თანამებრძოლები არიან, რომელმაც მისი მტკიცებით, თანამდებობის გამო ქვეყნის მოქალაობაზე თქვა უარი.
თქვენს სამშობლოს, ამ ქვეყანას, ერთხელ უკვე პასპორტი ესროლეთ სახეში, მიატოვეთ ამ ქვეყნის მოქალაქეობა თანამდებობის გამო უკრაინაში. გახსოვთ, ხომ ეს? ეს არის თქვენი გაგება პატრიოტიზმის, თანამდებობის გამო მიაგდეთ მოქალაქეობა და შემდეგ ითხოვდით, რომ დაგბრუნებოდათ ეს ყველაფერი, ამიტომ პატრიოზიმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.