თქვენ გგონიათ, რომ ქალები დაბალი ღობე არიან - ნაცვლიშვილი "ოცნებას"
"თქვენ გგონიათ, რომ ქალები დაბალი ღობე არიან" - გენდერული კვოტების გაუქმების საკითხზე მსჯელობა პარლამენტში ხმაურის და მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს.
"ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "ოცნების" დეპუტატებს პირდაპირ უთხრა, როგორი თვალთმაქცები, მატყუარები და ფლიდები არიან.
ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში დადგით, თქვენთვის არის დიდიმხილება. მხილება არის იმაში, როგორი თვალთმაქცი, როგორი მატყუარა და ფლიდები ხართ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ მარტო თქვენია ეს ქვეყანა, ოღონ საკუთარ თანაგუნდელებსაც კი აღარ შეგიძლიათ გაუყოთ, იმიტომ რომ დასაბინავებელი გყავთ კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები. გაიხედეთ გამოიხედეთ და გგონიათ, რომ ქალები არიან დაბალი ღობე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ" ქალების სიაში ჩასმის ვალდებულება ისე გააუქმა, რომ აზრი ქალ დეპუტატებსაც კი არ ჰკითხა. ეს გადაწყვეტილება კი "გირჩის" და "ოცნების" პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ქალების კვოტების გაუქმების სანაცვლოდ "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს "გირჩის" მხადაჭერას მიიღებს.