თურმე, დარბაზში ელაპარაკნენ კაცები ერთმანეთს და გადაწყვიტეს გადაუარონ ქალების შრომას - კორძაია

03.04.24 15:55
თურმე, დარბაზში ელაპარაკნენ კაცები ერთმანეთს და გადაწყვიტეს გადაუარონ ქალების შრომას - კორძაია

თურმე, დარბაზში ელაპარაკნენ კაცები ერთმანეთს და გადაწყვიტეს გადაუარონ ქალების შრომას - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ "ოცნებას" პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც გენდერული კვოტების გაუქმების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

კორძაიამ პირდაპირ თქვა, რომ ნინო წილოსანის მიერ მიღებულმა კანონმა უმრავლესობას პრობლემა შეუქმნა

ნინო წილოსანმა შექმნა პირობები იმისათვის, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ ჩანაწერი დაკმაყოფილიყო 12 პუნქტიდან. მაგრამ რაღაც მომენტში მერე გიქმნით პრობლემას ნინო წილოსანის მიერ მიღებული კარგი კანონი და მზად ხარ გადაუაროთ მას, როგორც ადამიანს, რომელმაც ისეთი კანონის მიღებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამ წუთას არ გაწყობთ. თურმე, დარბაზში ელაპარაკნენ კაცები ერთმანეთს და გადაწყვიტეს გადაუარონ ყველა იმ შრომას, რასაც ქალები ათჯერ მეტად ახორციელებენ და რა შედეგებსაც დებენ ამ ქვეყნის წარმატებისთვის", - განაცხადა კორძაიამ.

"ქართულმა ოცნებამ" ქალების სიაში ჩასმის ვალდებულება ისე გააუქმა, რომ აზრი ქალ დეპუტატებსაც კი არ ჰკითხა. ეს გადაწყვეტილება კი "გირჩის" და "ოცნების" პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ქალების კვოტების გაუქმების სანაცვლოდ "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს "გირჩის" მხადაჭერას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები