სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა ანტიდასავლური პოლიტიკა გააღრმავა - ბოკერია

03.04.24 15:59
სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა ანტიდასავლური პოლიტიკა გააღრმავა - ბოკერია

"სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა ანტიდასავლური პოლიტიკა გააღრმავა", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქის გუნდის პირობებში ევროპულ ოჯახში გაერთიანება შეუძლებელია.

სამწუხაროდ, ევროპული საქართველოს პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა გააგრძელა და გააღრმავა ანტიდასავლური პოლიტიკა, ძალის დემონსტრირება და ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს უსაფრთხო და ევროპულ, დასავლურ მომავალს. ამაზე პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი და არჩევნებზე საზოგადოების სრული მობილიზაცია ამ რეჟიმის შესაცვლელად", - ამბობს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები