"ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება, რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს- სააკაშვილი
"ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება, რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს- სააკაშვილი - ამის შეხებ საქართველოს მეასამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და "ოცნებას" კანონის გატანის საშუალება არ უნდა მისცეს"- თქვა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება პროვოკაციას "უცხოელი აგენტების კანონის" თაობაზე, "ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.
ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც "ოცნებასთან" ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს.