არ არსებობს სცენარი, რომლითაც 2024 წლის არჩევნებში "ოცნება" იმარჯვებს - მელია
არ არსებობს სცენარი, რომლითაც 2024 წლის არჩევნებში "ოცნება" იმარჯვებს - "ახალის" ლიდერი ნიკა მელია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში ამბობს, რომ არჩევნებში მოსალოდნელი დამარცხების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა უკვე იცის და სწორედ აქედან არის განპირობებული მათი მხრიდან ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდასხმები.
ნიკა მელია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ "ოცნებას" არასაკმარისი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს.
არ არსებობს სცენარი, რომლითაც იმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნება" და ეს ჩემზე კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, იმიტომ, რომ ტარდება სოციალური კვლევები და იციან. უდევთ ეს კვლევები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არასაკმარისი მხარდაჭერა აქვთ იმისთვის, რომ მთავრობა დააკომპლექტონ. აბა რითი არის განპირობებული ის თავდასხმები ჩვენზე, საღი აზრის ფარგლებში არ ჯდება ოპოზიციური პარტიი ლიდერებზე, ის ნიაღვარი ცილისწამებისა მთელ ოპოზიციურ ფლანგზე, პარტია აალზე, ჩემზე, ნიკა გვარამიაზე. აღვირახსნილ, ამორალურ, უბინძურეს პროპაგანდას აწარმოებენ. რატომ? ძლიერის პოზიციიდან? ხელისუფლება ასე არასოდეს არ იქცევა და ნებისმიერი მათ მიერ ნასროლი პროპაგანდისტული ჭურვი მათ ფეხებთანვე პოლიტიკურად აფეთქდება და ამაში დარწმუნდენ", - აცხადებს ნიკა მალია.