"რუსული კანონის" უკან პუტინი და ივანიშვილი დგანან" - კუბილიუსის თქმით, "ოცნებას" არჩევნების ეშინია

03.04.24 17:24
"რუსული კანონის" უკან პუტინი და ივანიშვილი დგანან" - კუბილიუსის თქმით, "ოცნებას" არჩევნების ეშინია

"რუსული კანონის" უკან პუტინი და ივანიშვილი დგანან" - ევროპარლამენტარები დარწმუნებულები არიან, რომ ამ კანონის უკან დაბრუნებით ოლიგარქის ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციას რუსეთის დავალებით ბლოკავს.

გავლენიანი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების წაგების ეშინია და ამიტომ ბრძოლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსული მეთოდებით დაიწყეს.

კუბილიუსი საუბრობას ოლიგარქიულ მმართველობაზეც და პირდაპირ ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების წინ ოლიგარქები უნდა ჩამოიშოროს.

"ქართული ოცნების" მთელი განცხადება ისე ჟღერდა, თითქოს კრემლიდან მოდიოდა. მათი სასაუბრო ენა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ, რომ მათ ექსტრემისტებს უწოდებენ, არის სრულად არაევროპული. ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. იციან, რომ ევროკავშირი ძალიან კრიტიკული იქნება. ამ კანონის მიღებას, რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ სურთ ევროპული ღირებულებების საბოტაჟი, პოლარიზაცია არჩევნების წინ, ეს  კატეგორიულად მიუღებელია, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს შეუერთდნენ ევროკავშირს. გაწევრიანებაზე საუბრის დროს, პირველი რა კითხვებსაც ევროკავშირი დასვამს, ეს ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრა იქნება. 

მოდი დავსვათ მარტივი კითხვა. ვინ არის ამ კანონის უკან? შიდა ძალებიდან ეს ბიძინა ივანიშვილია, თუ გარე ძალებს განვიხილავთ - კრემლი. კრემლი უკმაყოფილოა, რადგან ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიდის, ამიტომ სავარუდოდ, საქართველოს მთავრობაზე გავლენის მოხდენით ხედავენ შესაძლებლობას, რომ საქართელომ ევროპული გზიდან  გადაუხვიოს. "ქართულ ოცნებას" ახლა მოახლოებული არჩევნების ეშინია, ამიტომ ფიქრობენ, რომ ასეთი ანტიევროპული კანონებით და პოლარიზაციის გაღრმავებით, სიტუაციას შეცვლიან. მოდლოვამ არჩევნების წინ შეძლო ოლიგარქების მოშორება, რომლებსაც მთელი სახელმწიფო ჰქონდათ მიტაცებული, იმედი მაქვს ამას ქართველი ხალხიც შეძლებს. კიდევ ერთხელ, ეს კანონი ევროპის ყველა ძირითად ღირებულებას ეწინააღმდეგება", - განაცხადა კუბილიუსმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები