პრეზიდენტმა "ოცნებას" უზრდელები უწოდა
პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის ერთადერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის გაბრაზება "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების დაანონსებამ გამოიწვია.
ასეთი მკაცრი პრეზიდენტი არასროს ყოფილა.
"ელემენტარული ქართული ზრდილობა დაკარგეს" - ამბობდა დღეს პრეზიდენტი. "ეროვნული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ"- ეუბნება მთავარსარდალი ბიძინა ივანიშვილის გუნდს.
მიშას დაბრუნება, კონსტიტუციური უმრავლესობა - მითებია, უნდა გავიდეთ არჩევნებზე - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელუსუფლებამ ჩვენზე ბევრად კარგად იცის, ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები, ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითებია, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება, რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი, ჩვნ უნდა გავიუდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია არის ამისთვის საჭირო, არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭირო არის მომზადება, მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ, რამდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ეს არის ერთი ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედი გეგმა, რაც არ ნიშნავს, პარტიების მაინცდამაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას, და რაც მტავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე ვიქნები თქვენთან ერთად, რომ ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ მომავალ არჩევნებზე"- თქვა სალოემ ზურაბიშვილმა.