ვის უნდა ცესკო-ს თავმჯდომარეობა? - სია ცნობილია

07.07.21 14:07
ვის უნდა ცესკო-ს თავმჯდომარეობა? -  სია ცნობილია

ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურია,  ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი- ეს ხალხი ცესკო-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

ემზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაიძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე, არჩილ მდივნიშვილი კი ცენტრალური სარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებია.

საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და კომისიის 2 წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 6 ივნისს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, თანამდებობა დატოვა.