მიუღებელია შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ - ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტში "ოცნების" დეპუტატის მიერ ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ეხმაურება.
ლევან იოსელიანი მომხდარს გმობს და პარლამენტარებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალების მიმართ დამამცირებელი და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გაჟღერებისგან.
ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!" - წერს იოსელიანი.
მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მსგავსი სიახლეები
05.11.26 17:38
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.