ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაციას ჰყავდა დასაქმებული... სამარცხვინოა - კრამონი პაპუაშვილზე
"სამარცხვინოა", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას და პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებებს.
ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში პაპუაშვილზე წერს, რომ წლების განმავლობაში იგი გერმანულ ორგანიზაციას ჰყავდა დასაქმებული, ხოლო ახლა ივანიშვილის გუნდის წევრები საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის ინტერესებს იცავენ.
ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაცია "giz_gmbh-ს" წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე. როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ რუსეთის ინტერესებს? სამარცხვინოა!" - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.