"საქართველოს ევროპული გზა ვერ შეჩერდება" - პრეზიდენტი

03.04.24 18:25
"საქართველოს ევროპული გზა ვერ შეჩერდება" - პრეზიდენტი

"საქართველოს ევროპული გზა ვერ შეჩერდება", - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონი ქვეყანას გადამწყვეტი მიზნის მიღწევაში, ხელს ვერ შეუშლის.

საქართველოს ევროპული გზა ვერ შეჩერდება. წარსულის აღდგენა არავის შეუძლია. ვერც ერთი რუსული კანონი და ვერც ერთი დესტრუქციული პოლიტიკა, ერს, გადამწყვეტი მიზნის მიღწევაში, ხელს ვერ შეუშლის. No passaran!" - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები