"ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად" - წილოსანი ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე

03.04.24 18:51
"ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად" - წილოსანი ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე

"ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებზე შეურაცხყოფის მიყენებას.

წილოსანი მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და ამბობს, რომ თითოეულ დეპუტატს შეუძლია რეაგირების მექანიზმის გამოყენება.

ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირება არის. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად. [ჟურნალისტი: ეთიკის საბჭოს რამდენად ექნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით] არ არის ეს ჩემი კომპეტენცია ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით. ბოდიშს ვიხდი, ძალიან არასწორი ფორმა არის უკან რომ მომყვებით, ძალიან ცუდად ჩანს და თქვენს ოპერატორთან უხერხული არის... რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ამ ძალიან უხამსი კომენტარის გამო", - ამბობს წილოსანი.

გენდერული კვოტების გაუქმების მსჯელობის პარალელურად "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ეს არის მო**ვნელი ქალების სინდრომი" - ისმის ვიდეო-ჩანაწერში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები