როგორ ამართლებს მაკა ბოჭორიშვილი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას და რას პასუხობს თინა ბოკუჩავა

03.04.24 19:15
როგორ ამართლებს მაკა ბოჭორიშვილი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას და რას პასუხობს თინა ბოკუჩავა

"ანა ნაცვლიშვილს მიაყენა შეურაცხყოფა? შენ რო აყენებ ადამიანებს შეურაცხყოფას, მაგაზე თუ იხდი ბოდიშს?" - ასე მიმართა "ოცნების" დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას პარლამენტის დერეფანში ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ და ასე სცადა მისი თანაპარტიელის, ბექა ოდიშარიას უხამსი გამონათქვამის გამართლება.

მაკა ბოჭორიშვილი, ქალი დეპუტატი ამართლებს იმ შეურაცხყოფას, რაც მოვისმინეთ ბექა ოდიშარიას მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის პარტია ებრძვის ქალებს და ცდილობს, რომ ქალები განდევნოს პოლიტიკად, ეკონომიკიდან და ქვეყნიდანაც. მაკა ბოჭორიშვილის პასუხი რეალურად არის ივანიშვილის პარტიის პასუხი, რომ ისინი იზიარებენ იმ სიტყვებს, რომელიც წარმოთქვამ პლენარულ სხდომათა დარბაზში ბექა ოდიშარიამ", - თქვა თინა ბოკუჩავამ.

გენდერული კვოტების გაუქმების მსჯელობის პარალელურად "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ეს არის მო**ვნელი ქალების სინდრომი" - ისმის ვიდეო-ჩანაწერში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

 

მსგავსი სიახლეები