"თქვენნაირი პატარა ადამიანების ადგილი პარლამენტში არ არის" - ხაზარაძე
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტში "ოცნების" წევრების მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას ეხმაურება.
ხაზარაძე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს პატარა ადამიანებს უწოდებს და პირდაპირ ამბობს, რომ მათი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში არ არის.
დღეს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან, ორი დეპუტატის მხრიდან მოვისმინეთ ქალთა მიმართ მდაბიო შეურაცხყოფა.
თქვენნაირი პატარა ადამიანების ადგილი პარლამენტში არ არის", - წერს ხაზარაძე.
გენდერული კვოტების გაუქმების მსჯელობის პარალელურად "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ეს არის მო**ვნელი ქალების სინდრომი" - ისმის ვიდეო-ჩანაწერში.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი უხამსი განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით რამდენიმე თვის წინაც გაჟღერდა, როდესაც ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდია გალანძღა.