"ოცნების" ანტიამერიკული კამპანია - სტრატეგიულ პარტნიორზე იერიში ამჯერად საკუთარ თავზე მდინარაძემ აიღო
"ბიძინამ პუტინის გამარჯვება ირწმუნა და ამიტომ ყოველდღიურად აძლიერებს ანტიდასავლურ ხაზს" - ოლიგარქის გეგმა იმ ადამიანებმა გაშიფრეს, რომლებმაც ივანიშვილთან ბევრი წელი გაატარეს. ეს შეფასებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსული კანონის ავტორმა "ოცნებამ" ანტიამერიკული კამპანია განახლებული ძალებით დაიწყო. სტრატეგიულ პარტნიორზე იერიში საკუთარ თავზე მამუკა მდინარაძემ აიღო, თუმცა ამის ნიადაგი გაცილებით ადრე მოამზადეს.
ჯერ იყო განცხადებები, თუ რატომ არ გვაქვს ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა, შემდეგ შტატებს მოსამართლეებისთვის სანქციების გაუქმება მოსთხოვეს. დღეს კი თავს კელი დეგნანს დაესხნენ. ყოფილი ელჩი მდინარაძემ გლობალური ომის პარტიის ინტერესების გამტარებლად გამოაცხადა და ამით ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. დიპლომატზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ბაიდენის ადმინისტრაციაზე, რომელმაც დეგნანი დიპლომატიური მისიით რამდენიმე წლის წინ საქართველოში გამოუშვა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.