ბილწსიტყვაობა პარლამენტში - ქალების შეურაცხყოფის ავტორი ოდიშარია თავის მართლების რეჟიმშია
ქალების მაგინებელი და წარმოუდგენელი შეურაცხყოფის ავტორი ბექა ოდიშარია თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა. რამდენიმე საათიანი მიმალვის შემდეგ პარტიის ლიდერებთან გამართული კონსულტაციებიდან დეპუტატმა მესიჯბოქსი გამოიტანა. მედიასთან კომენტარი გააკეთა, ბოდიში მოიხადა, ოღონდ ყველაფერი მაინც მონტაჟს დააბრალა. არადა ის, რაც კამერების ობიექტივში მოხვდა ერთი უწყვეტი კადრია და გარკვევით ისმის ოდიშარიას უხამსი ფრაზა, რომლის გამეორება ეთერში უბრალოდ შეუძლებელია.
პარლამენტის დეპუტატის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედებულა, შალვა პაპუაშვილი თანაგუნდელის დაჯარიმებას, სავარაუდოდ, არც აპირებს. ქალების შეურაცხყოფა მმართველი პარტიის კაცმა დეპუტატებმა დღის წესრიგად აქციეს, თუმცა მათ მიმართ რეგლამენტით დადგენილი ნორმები არასდროს ამოქმედებულა. ასე მოხდა ირაკლი ბერაიას შემთხვევაში, რომელმაც თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა და ასე მოხდება, სავარაუდოდ, ოდიშარიასთვისაც.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.