რუსული კანონის მეორედ მოსვლა და ბრძოლის ველად გადაქცეული პარლამენტი - რას გეგმავს "ოცნება"?
რუსული კანონის მეორედ მოსვლა პარლამენტში. "ქართული ოცნება" ევროპული არჩევანის ღია საბოტაჟზე მიდის. ივანიშვილის გუნდმა ერთი წლის წინანდელი მოვლენებიდან გაკვეთილი ვერ ისწავლა. კანონი დაინიცირებულია უცლელად, იგივე შინააარსით და იგივე მიზნით. მწვანე შუქი კი ანტიევროპულ და პრორუსულ კანონს პირადად ბიძინა ივანიშვილმა აუნთო. პარლამენტის სხდომა დღეს ბრძოლის ველს უფრო გავდა, ვიდრე პოლიტისკოსების შეკრებას. საქმე მუშტების ქნევამდე და ქუჩური წესებით საქმის გარჩევამდეც მივიდა.
დღეიდან პარლამენტში ახალი ცენზურა მოქმედებს. დეპუტატებს რუსული კანონის და რუსული ოცნების თქმის უფლება ჩამოართვეს. შალვა პაპუაშვილი ყველას მიკროფონებს უთიშავდა, ვინც მის დირექტივას არ ემორჩილებოდა. თუმცა სადამსჯელო ზომებმა უმრავლესობას ვერ უშველა. სიტყვა რუსული დღეს სხდომათა დარბაზში ყველაზე ხშირად ისმოდა. ამ სიტყვების გამეორებას არც პრეზიდენტი მოერიდა, რომელმაც დღეს საზოგადოებას ევროპული დროშის ქვეშ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
რატომ აწყობს "ოცნებას" წინასაარჩევნოდ ამ კანონის შემობრუნება? - დეტალები ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.