პოლიტიკური თაღლითობის სერია "ოცნებისგან" - ვინ, რა დროს და რამდენჯერ მოატყუა ქართული საზოგადოება

03.04.24 20:28
პოლიტიკური თაღლითობის სერია "ოცნებისგან" -  ვინ, რა დროს და რამდენჯერ მოატყუა ქართული საზოგადოება

 

პოლიტიკური თაღლითობის სერია "ქართული ოცნებისგან" - ხალხის გადაგდება "ოცნების" ხელწერად იქცა. რეკორდსმენთა შორის მამუკა მდინარაძეა. დღევანდელი დღის მთავარი პერსონაჟი დეპუტატი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ლამის იფიცებოდა, რომ ხალხის ძალის შედეგად უკან გაწვეულ რუსულ კანონს ხელისუფლება აღარასდროს მიუბრუნდებოდა, თუმცა მდინარაძეს საკუთარი პირობა დაარღვევინეს და სიტყვები უკან წააღებინეს. მასთან ერთად იტყუებოდა ღარიბაშვილიც, კობახიძეც და "ოცნების" სხვა წევრები.

ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. "პირველების" არქივი ინახავს უამრავ განცხადებას, რითაც ირკვევა, რომ ხალხის მოტყუება "ოცნებამ" ჩვეულ პრაქტიკად აქცია. ასე მოატყუეს მოქალაქეები მაშინაც, როცა გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას დაჰპირდნენ, თუმცა საკმარისია ოლიგარქმა უბრძანოს და ყველა საკუთარ პირობას ავტომატურად ივიწყებს. ამ რეპორტაჟში ნახავთ და მოისმენთ ვინ, რა დროს და რამდენჯერ მოატყუა ქართული საზოგადოება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები