"ოცნების" რუსული კანონი და პირველი შეფასებები დასავლეთიდან - რა შემოუთვალეს ივანიშვილის პარტიას ბრიუსელიდან
იქნება რუსული კანონი, არ იქნება ევროკავშირის წევრობა - ივანიშვილის პარტიას, დღეს ბრიუსელიდან უთხრეს, რომ წითელი ხაზები დაკვეთა. ევროპარლამენტარები ვარაუდობენ, რომ რუსული კანონი ქართულმა ოცნებამ მოსკოვის დავალებით დააბრუნა. ეს კანონი ყველა ევროპულ ღირებულებაას ეწინააღმდეგება - ასეთია პირველი შეფასებები ევროპის პოლიტიკური დედქალაქიდან.
საქართველოს დღის წესრიგში რუსული კანონის დაბრუნებას ევროპელი დეპუტატები ერთი მეორეს მიყოლებით ეხმაურებიან და წერენ, რომ ეს არის რუსული დიქტატურიდან იმპორტირებული კანონი, რომელიც მოწამლავს საქ-ოს ევროინტეგრაციას. ქართულ ოცნებას წინ უმძიმესი დღეები ელოდება. ბრუსელისთვის რუსული კანონი ის წითელი ხაზია, რომელის გადაკვეთასაც საქ-ოს ხელისუფლებას არავინ აპატიებს.
"ოცნების" რუსული კანონი და პირველი შეფასებები დასავლეთიდან - ნახეთ, ინა ცარციძესთან
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.