მნიშვნელოვანია ბახმაროში შეიქმნას ტურისტული ინფრასტრუქტურა - ლევან დავითაშვილი

03.04.24 21:07
მნიშვნელოვანია ბახმაროში შეიქმნას ტურისტული ინფრასტრუქტურა - ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ბახმაროს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ბახმაროში შეიქმნას ტურისტული ინფრასტრუქტურა.

მინისტრი ირწმუნება, რომახალი გენგეგმით და სწორი დაგეგმარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ბახმაროს მიმზიდველობა.

„ბოლო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, რაც გულისხმობდა ახალი გენგეგმის დამტკიცებას, რომელიც საჯარო განხილვების და საზოგადოების ფართო ჩართულობით იყო მიღებული, სწორი დაგეგმარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ბახმაროს მიმზიდველობა, ასევე გაიზარდა მიწის ღირებულება, რომელიც 2019 წლისთვის 165 ლარს შეადგენდა და დღეს უკვე 500 ლარს გადასცდა. ასევე რეგიონმა მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო აუქციონებითაც, ეს იყო, თითქმის, 200 მილიონ ლარამდე ბახმაროში საინვესტიციო მიწის გაცემის შედეგად“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები