ბრიუსელში ღარიბაშვილის ვიზიტი იწყება

15.03.21 15:10
ბრიუსელში ღარიბაშვილის ვიზიტი იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე ბრიუსელშია.  სამუშაო ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი პირველ შეხვედრას საღამოს ექვს საათზე გამართავს. პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება.

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე,  ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისის გარდა ვიზიტი ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას შეეხება. დღეს ასევე დაგეგმილია დახურული შეხვედრა უსაფრთხოების თემაზე, სადაც ღარიბაშვილი ბელგიის ახალ პრემიერს შეხვდება. 

მნიშვნელოვანი შეხვედრაა შარლ მიშელთან, რომელიც დაგეგმილი იყო, ეს ხდება მოლაპარაკებების პარალელურად, რაც საქართველოშია, ამიტომ ყველას დიდი ინტერესი აქვს ამ შეხვედრის მიმართ, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასოცირების საბჭო ცალკე ფორმატია, რომელიც დაგეგმილი იყო დიდი ხნის წინ და ამის მიზანია ასოცირების ხელშეკრულების შესრულება, ამიტომ, რაც ხდება თბილისში, დღეს პირდაპირ და უშუალოდ არ აისახება საბჭოზე, ეს არის სხვა შინაარსის შეხვედრა - ამბობს ნატალია საბანაძე.

ღარიბაშვილი ასევე ნატოს ხელმძღვანელებს შეხვდება. 

მიმდინარეობს სტრატეგიული კონცეფციის გადახედვის დოკუმენტი, აქ უნდა აისახოს ის გადაწყვეტილება, რაც მიღებულ იქნა ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა - ამბობს ვიქტორ დოლიძე.

ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები ექნება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან. 

მსგავსი სიახლეები