დიდი შეკრება ათონელი სასახლეში - პრეზიდენტი დღეს ოპოზიციასთან საგანგებო შეხვედრას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი განცხადებებიდან მოქმედებაზე გადადის. ოლიგარქის პარტიის მიერ პარლამენტში რუსული კანონის დაბრუნების შედეგ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან ჩანიშნა. მთავარსარდალის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა მისი მწვავე გზავნილები და ხელისუფლების კრიტიკა.
ათონელის სასახლეში დიდი შეკრება 13:30 საათზეა ჩანიშნული. სალომე ზურაბიშვილთან დღეს "ლელოს" წევრები ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი მივლენ, პრეზიდენტს შეხვდება ასევე ხატია დეკანოიძე. პრეზიდენტთან მისვლას გეგმავს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავაც. სალომე ზურაბიშვილმა სასახლეში დაპატიჟა პარტია "ახალიც". შეხვედრას დაესწრება ალეკო ელისაშვილი და თეონა აქუბარდიაც. დღევანდელ შეხვედრაზე იქნება გახარიას გუნდიც და ასევე ეკა ბესელია.
ოპოზიცია ამბობს, რომ პრეზიდენტი მიხვდა ვისთან აქვს საქმე და ახლა ქვეყნის ევროინტეგრაციისთის ყველაფერს აკეთებს.
პრეზიდენტი მიხვდა, სამწუხაროდ, მეექვსე წელს პრეზიდენტობის, ვისთან ჰქონდა საქმე და ბოლო ხანებში ის ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანოს ევროინტეგრაციის საქმეში და დემოკრატიული გარდაქმნის საქმეში. ჩვენც ვთვლით, რომ მომავალი არჩევნები არის, პრაქტიკულა, რეფერენდუმი. ეს არის აღეცნები, რომლის ამბავს ჩვენ მომავალში მოვუყვებით ერთმანეთს და შთამომავლობასაც, რომ აი, მე მივედი და ეს ცვლილება მოვახდინე, - ამბობს "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი.
პარტია "სამართკლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტის გუშნდელი გამოსვლა აბსოლუტურად სწორი იყო. მისი თქმით, ზურაბიშვილის ინიციტივა, რომ ოპოზიცია ერთიანი მიზნის ირგვლივ გააერთიანოს, ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებაა.
პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იყო აბსოლუტურად ზუსტი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი განწყობის შექმნელი. იდეა, რომ პოლიტიკური პარტიები ერთიანი მიზნის ირგვლივ მოძრაობდნენ, ეს მიზანი არის საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი, ძირითადი პრინციპები შეთანხმდეს, რაც გაუიოლებს ამომრჩეველსაც დაინახოს, ვინ შეიძლება იყოს მომავალ კოალიციურ მთავრობაში, - ამბობს ეკა ბესელია.
პარტია "ახალის" წევრი ნიკა ფარულავა პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს ადეკვატურს უწოდებს.
ბოლო დროს განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილი აკეთებს ვითარებიდან გამომდინარე ადეკვატურ შეფასებებს, ადეკვატურ განცხადებებს და ცხადია, რომ ის ცდილობს და მისი განცხადებები არის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, - ამბობს ნიკა ფარულავა.