რა რეაგირება ექნება პაპუაშვილს ოდიშარიას უხამსობაზე? - რას პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე "პირველებს"
რა რეაგირება ექნება შალვა პაპუაშვილს დეპუტატ ბექა ოდიშარიას უხამსობაზე? ამის შესახებ "პირველებმა" პარლამენტში მისულ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, თუმცა შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ის კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს.
ქალი დეპუტატების გინებასა და თავდასხმაში მხილებული ოდიშარია ამ დრომდე ხელშეუხებელია. არის თუ არა საკმარისი მხოლოდ ბოდიში ისიც მხოლოდ საზოგადოების მიმართ, ახლა ეს პარლამენტის თავჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს. უნდა აღინიშნის, რომ ოდიშარიას უხამსობას გმობს "ოცნების" დეპუტატების ნაწილიც.
შეგახსენებთ, რომ გენდერული კვოტების გაუქმების მსჯელობის პარალელურად "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ეს არის მო**ვნელი ქალების სინდრომი" - ისმის ვიდეო-ჩანაწერში.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.