"ოცნება" რუსული სტილის მმართველობას კიდევ უფრო აღრმავებს - დეკანოიძე

04.04.24 13:48
"ოცნება" რუსული სტილის მმართველობას კიდევ უფრო აღრმავებს - დეკანოიძე

"ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართულ ოცნებას" საქართველოში რუსული მმართველობის დანერგვასა და გაღრმავების მცდელობაში ადანაშაულებს. 

დეკანოიძის თქმით, ოლიგაქრის პარტიის მიერ საშიში კანონის ხელმეორედ დაინიცირება საზოგადოების გახლეჩვას ემსახურება. 

ჩვენმა ნაკრების მოგება აჩვენა, რომ ხალხს უნდა ერთიანობა, გამარჯვება, მომავლის რწმენა, ხოლო "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს იყოს დახლეჩა, დაპირისპირება, ზიზღის ფრქვევა, პროპაგანდა. ეს არის რუსული სტილის მმართველობის კიდევ უფრო გაღრმავება, რომლისკენაც ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია მიისწრაფვის. ამიტომ "ოცნების" მოტივაცია არის ერთი, დააპირისპიროს ერთმანეთ ადამიანები, გახლიჩოს საზოგადოება და კიდევ უფრო უკან წაიყვანოს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა", - ამბობს დეკანოიძე.

სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნგუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა,  პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

მსგავსი სიახლეები