საქართველო თვითმფრინავივითა, რომელსაც ამინდი აბურთავებს, აუცილებელია უსაფრთხოების ღვედები - წულუკიანი

04.04.24 14:41
საქართველო თვითმფრინავივითა, რომელსაც ამინდი აბურთავებს, აუცილებელია უსაფრთხოების ღვედები - წულუკიანი

რამდენიმე წელია, საქართველო არის თვითმფრინავივით, რომელსაც ამინდი აბურთავებს, აუცილებელია უსაფრთხოების დამატებითი ღვედები – ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი "უსაფრთხოების ღვედში" სწორედ რუსულ კანონს მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი ინიცირება მისასალმებელია.

თეა წულუკიანმა მედიისთვის კომეტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა, თუმცა მან კრიტიკული მედია პრესკონფერენციაზე არ დაიბარა და რუსულ კანონთან დაკავშირებით მხოლოდ მისთვის მისაღებ მედიასთვის განაცხადა.

სასურველი და აუცილებელია, რომ ვიგრძნოთ საფრთხე და დავინახოთ რეალობა, რომელიც არაა დამამშვიდებელი. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს. ეს დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ჩვენი ქვეყანა ასეთ ვითარებაში უკვე რამდენიმე წელია და ასეთ დროს აუცილებელია უსაფრთხოების დამატებითი ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი და მინდა, სიხარულით მივესალმო ამ კანონპროექტის დაინიცირებას გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რუსული კანონი უკვე პარლამენტშია - 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა,  პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

 

მსგავსი სიახლეები