„რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია - კრემლი "ოცნების" საშიშ კანონზე

04.04.24 14:49
„რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია - კრემლი "ოცნების" საშიშ კანონზე

"ოცნების" მიერ რუსული კანონის შემობრუნებას რუსეთიდან ოფიციალური კრემლის განცხადებაც წამოეწია. 

პუტინის პრესმდივანი ამბობს, რომ "ოცნების" საშიში კანონის  „რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია.

დმიტრო პესკოვი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის ინტერესში საქართველოში სტაბილური ვითარება შედის.

„საქართველო უდავოდ ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესში საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, ასეთი გეგმების მიმართ ოპოზიციის საკმაოდ მწვავე და მკვეთრ რეაქციას, მაგრამ აქ საჭიროა, უბრალოდ მათთვის უფრო აქტიური ახსნა. ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია“, - განაცხადა პესკოვმა. მისი განცხადებით, ახლა ყველა ქვეყანა პრაქტიკულად ებრძვის მათ, ვინც არის უცხო სახელმწიფოს აგენტი, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. „ეს არსებითად გლობალური პრაქტიკაა“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეკითხვაზე, თვალს ადევნებს თუ არა კრემლი საქართველოში რუსული კანონის გარშემო შექმნილ ვითარებას, პესკოვმა უპასუხა: „არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა მის შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა".

რუსული კანონი უკვე პარლამენტშია - 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა,  პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

 

მსგავსი სიახლეები