"ოცნების" რუსული კანონი - რაზე აპელირებს მმართველი ძალა

04.04.24 15:19
"ოცნების" რუსული კანონი - რაზე აპელირებს მმართველი ძალა

"ოცნების" რუსული კანონი - პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აპელირებს, რომ ასეთი კანონმდებლობა ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

დავითაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია იმის ცოდნა, საიდან ფინანსდებიან არასამამთავრობო ორგზანიზაციები.

როდესაც ევროკავშირი საუბრობს, მიიღოს ასეთი კანონმდებლობა, აქ საუბარია, რომ ეს ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა გამჭირვალე იყოს დაფინანსების წყაროები ყველა ორგანიზაციისთვის. აქაც მხოლოდ ერთ რამეზეა საუბარი, რომ მოხდეს ძალიან მკაფიო ანგარიშგება დაფინანსებასთან დაკავშირებით. სხვა არაფერზეა საუბარი. სხვა ტიპის პასუხისმგებლობას ეს კანონი არ ითვალისწინებს.

იცით, რომ ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციაზე თითოეული მოქალაქე, ბიზნესი არის ანგარიშვალდებული. ეს არის სხვადასხვა პრინციპით განსაზღვრული და არის სექტორი, რომელსაც ანგარიშვალდებულება ამ ეტაპამდე არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება იმისა, რომ ამ მიმართულებითაც დაფინანსების წყაროებზე არსებობდეს მკაფიო ინფორმაცია და მოხდეს ანგარიშგება. მხოლოდ ამაზეა საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვვნელოვანი ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხითაც, რადგან ძალიან ბევრი ორგანიზაცია მოქმედებს კონკრეტული ინტერესების შესაბამისად. შეიძლება, ბევრი ეკონომიკური პროექტის საზიანოდ იყოს მიმართული", - აცხადებს დავითაშვილი.

რუსული კანონი უკვე პარლამენტშია - 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა,  პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

მსგავსი სიახლეები