საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - ესტონეთის საგარეო რუსულ კანონზე
საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
უწყება წერს, რომ კანონის შემოტანა, თუნდაც შეცვლილი სახელით, ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა საქართველოს ორგანიზაციაში გაერთიანების გზაზე დაუსახა.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად გადასცა.
ის საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას", - წერია განცხადებაში.
რუსული კანონი უკვე პარლამენტშია - 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.
"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.