დაუგეგმავი შეხვედრა პრეზიდენტთან - დენიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

15.03.21 15:12
დაუგეგმავი შეხვედრა პრეზიდენტთან -  დენიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ოპოზიციასთან შეხვედრის  შემდეგ კრისტიან დენიელსონმა მოულოდნელად ევროკავშირის საელჩო დატოვა და ორბელიანის სასახლეში გადაინაცვლა. ჩნდება ეჭვი, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი  სალომე ზურაბიშვილს პოლიტპატიმრების  საკითხთან დაკავშირებით შეხვდა, რადგან ახლა მათი გათავისუფლების ერთადერთი მექანიზმი პრეზიდენტის შეწყალებაა.

ორბელიანების სასახლეში შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სალომე ზურაბიშვილს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა დიდი ალბათობით, შეხვედრის შინაარსი გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხებოდა.  

ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან და ვაპირებთ ამ შეხვედრის გაგრძელებას.  მექნება შეხვედრა ასევე, პრეზიდენტთანაც. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო  მხარეებს მედიაციის პროცესში. დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი. მნიშვნელოვანია, რომ მხარეები ახლა იწყვნენ კონსტრუქციულები, რომ მიიღწეს კომპრომისი, - განაცხადა დენიელსონმა პრეზიდენტთან შეხვედრამდე.