ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა

05.04.24 14:16
ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა

ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეს თანამდებობა ვაკანტური 2 დღის წინ გახდა.

3 აპრილს ირაკლი კობახიძის ბრძანებით, დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს. შალვა ლომიძე ყოფილი პრემიერის კადრია - ის ირაკლი ღარიბაშვილმა  2021 წლის აპრილში, დანიშნა. 

ვინ არის ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია მე-11 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი იყო. 

  • 2015 - 2016 - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
  • 2012 - 2015 - შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი
  • 2012 - 2012 - „ქართული ოცნება“, სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი
  • 2007 - 2007 ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი

ბერაიას მიერ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება რამდენიმე თვის წინ ქალმა დეპუტატებმა მოითხოვეს მის მიერ სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო:

ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს - ხათუნა სამნიძე

ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებულ უმძიმეს სექსისტურ განცხადებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ვითხოვთ - SJC

რა სასჯელი უნდა დაეკისროს დეპუტატს, რომელიც ქალებზე ძალადობას ახალისებს? - იურისტების ინიციატივა

მსგავსი სიახლეები