პარტიულ აქტივისტს როცა ნიშნავენ, ნიშნავს, რომ არ აღელვებთ სახელმწიფოს ინტერესები - ხაბეიშვილი
ახლა რომ კონკრეტულ პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ ამ თანამდებობაზე ნიშნავს ერთ რამეს, რომ მათ არ აღელვებთ არც სახელმწიფოს ინტერესები," - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აკეთებს და ირაკლი ბერაიას დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნას ეხმაურება.
ხაბეიშვილის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლების წევრები საკუთარი გარემოცვის კეთილდღეობაზე ფიქრობენ და სახელმწიფოს ბედი არ აინტერესებთ.
ახლა რომ კონკრეტულ პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ ამ თანამდებობაზე ნიშნავს ერთ რამეს, რომ მათ არ აღელვებთ არც სახელმწიფოს, არც ხალხის ინტერესები და ამოძრავებთ მხოლოდ პირადი ინტერესები, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი გარემოცვა იქნება ბედნიერი, ექნება მაღალი ანაზღაურება, ექნება უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ ცხადია, სახელმწიფოსთვის არც არაფერი სიკეთე იქნება,“ - ამბობს ხაბეიშვილი.
ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბერაიას მიერ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება რამდენიმე თვის წინ ქალმა დეპუტატებმა მოითხოვეს მის მიერ სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო:
ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს - ხათუნა სამნიძე
რა სასჯელი უნდა დაეკისროს დეპუტატს, რომელიც ქალებზე ძალადობას ახალისებს? - იურისტების ინიციატივა