ან კობახიძემ საჯაროდ უნდა ისაუბროს, რომ ეს ადამიანი შეუსაბამო იყო თანამდებობისთვის, ან უნდა ახსნას, რატომ ათავისუფლებს მას - ნაცვლიშვილი
"ან კობახიძემ საჯაროდ უნდა ისაუბროს, რომ ეს ადამიანი შეუსაბამო იყო თანამდებობისთვის და ვერ ასრულებდა თავის ფუნქციებს, ან უნდა ახსნას, რატომ ათავისუფლებს მას" - ამ განცხადებას "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს.
ნაცვლიშვილის თქმით, დაზვერვის უფროსის გათავისუფლებაზე ირაკლი კობახიძემ განმარტება უნდა გააკეთოს.
დაზვერვის სამსახურის უფროსის გათავისუფლება არ არის მარტივი თემა, ან კობახიძემ საჯაროდ უნდა ისაუბროს, რომ ეს ადამიანი შეუსაბამო იყო თანამდებობისთვის და ვერ ასრულებდა თავის ფუნქციებს, ან უნდა ახსნას, რატომ ათავისუფლებს მას. სხვანაირად დაუსაბუთებლად და საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარების გარეშე, ეს თემა ვერ გადაგორდება,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბერაიას მიერ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება რამდენიმე თვის წინ ქალმა დეპუტატებმა მოითხოვეს მის მიერ სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო:
ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს - ხათუნა სამნიძე
რა სასჯელი უნდა დაეკისროს დეპუტატს, რომელიც ქალებზე ძალადობას ახალისებს? - იურისტების ინიციატივა