ვოლსკი ბერაიაზე: გამოცდილი კადრია, ოფიცერია, შესანიშნავი ინგლისურით
"გამოცდილი კადრია, ოფიცერია, შესანიშნავი ინგლისურით, კარგი განათლებით, მათ შორის დასავლური განათლებით," - ასე ახასიათებს დეპუტატი გიორგი ვოლსკი ირაკლი ბერაიას, რომელიც პრემიერმა დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნა.
ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ბერაიას განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე ისაუბრა, თუმცა ის ფაქტი, რომ ბერაიას დაზვერვაში მუშაობის სტაჟი არ აქვს, დეპუტატისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ეს არი ადამიანი, რომელიც არც პროფესიონალიზმით დაიწუნება და ამ სამსახურს განახლება, აქტივიზირება სჭირდება და ამ ცვლილებაში ვერაფერს ვხედავ ისეთს, საიდანაც შეიძლება ოპოზიციამ რამე გამოადნოს სკანდალური. რატომ მიბაიბურებთ - ინგლისურის ცოდნა ვთქვი მარტო, ინგლისური და კომპიუტერი იცის - ხომ იცი, ანეგდოტი რომ არის, მეგრული და კალკულატორი არ წავაო?
კონტრდაზვერვაში უმუშავია სამაგიეროდ,“ - ამბობს ვოლსკი.
ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბერაიას მიერ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება რამდენიმე თვის წინ ქალმა დეპუტატებმა მოითხოვეს მის მიერ სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო:
ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს - ხათუნა სამნიძე
რა სასჯელი უნდა დაეკისროს დეპუტატს, რომელიც ქალებზე ძალადობას ახალისებს? - იურისტების ინიციატივა