ევროპელ პარტნიორებთან წელგამართული წარვსდგებით - ალუდა ღუდუშაური

15.03.21 15:14
ევროპელ პარტნიორებთან წელგამართული წარვსდგებით - ალუდა ღუდუშაური

პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ალუდა ღუდუშაურს, მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებისას დამაჯერებელი პროგრესი აქვს. ღუდუშაურის ამბობს,  რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ,,ქართულ ოცნებას", ღირსეულად წარსდგეს ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებში.

ქართულ ოცნებას“ მართლაც აქვს სავსე ხელები, აგრეთვე დამაჯერებელია ჩვენი პროგრესი. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ ნამდვილად წელში გამართულები წარვსდგებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ჩვენს ლიდერსა, თუ წარმომადგენელს, არც პირდაპირ და არც ირიბად, არ დაურღვევია ის უმთავრესი პირობა, რომელიც გულისხმობს მოლაპარაკების დეტალებში არ შესვლას", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დღეს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის პრეზიდენტს, შარლ მიშელს,  ჩვენი დროით 18 საათზე შეხვდება. ამ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შედეგი უნდა გაჟღერდეს. 

 

მსგავსი სიახლეები