ვოლსკი: ადიგენში დაპირისპირება ხელოვნურია

05.04.24 16:58
ვოლსკი: ადიგენში დაპირისპირება ხელოვნურია

"ადიგენში დაპირისპირება ხელოვნურია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე არიან წამსვლელები, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზეც, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ადიგენში მომხდარზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ვინც დღეს მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ამ დაპირისპირების ინიცირებას აკეთებს, საქართველოს მტერია.

ადიგენის რაიონში, კონკრეტულ სოფლებში ქრისტიანები, მუსლიმები შეხმატკბილებულად ცხოვრობენ, ოჯახებით მეგობრობენ. ეს არ მოსწონს ვიღაცებს, მათ შორს, ნაკაიძე შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც მექანიზმი და გარკვეულ სოფელში კონკრეტულ სახლში თხოულობენ სამლოცველოს გახსნას, რომლის აუცილებლობაც არ არსებობს. 9-10 თუ 11 მუსლიმური სამლოცველოა სიახლოვეში, ყველა სოფელში და იქ, იმ კონკრეტულ სოფელში არც ერთი მუსლიმი არ ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ხელოვნურია დაპირისპირება. ესენი არიან ადამიანები, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" მყავს მხედველობაში, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები და მკვლელობაზეც კი ვიღაცის ხელით, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზე, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს. ამაზე არიან წამსვლელები და ვინც დღეს მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ამ დაპირისპირების ინიცირებას აკეთებს, ის არის საქართველოს მტერი," - განაცხადა ვოლსკიმ.

უკიდურესად არის დაძაბული ვითარება ადიგენში - მეჩეთის გამო დაწყებული კონფლიქტიდან რამდენიმე კვირის თავზე მუსლიმ მორწმუნეებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, პარასკევის ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევს. მუსლიმების შეკრების ადგილზე მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები