გადაკეტილი გზები, ჩხუბი და დაპირისპირება, მობილიზებული სპეცრაზმი - რა ხდება ადიგენში

05.04.24 15:00
გადაკეტილი გზები, ჩხუბი და დაპირისპირება, მობილიზებული სპეცრაზმი - რა ხდება ადიგენში

 

 

 

ამ წუთებში უკიდურესად არის დაძაბული ვითარება ადიგენში - მეჩეთის გამო დაწყებული კონფლიქტიდან რამდენიმე კვირის თავზე მუსლიმ მორწმუნეებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, პარასკევის ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევს. მუსლიმების შეკრების ადგილზე მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ. 

ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანან აგრესიულად განწყობილი ადამიანები, ვისაც სამხედრო ფორმიანები აკავებენ.

პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს მეჩეთში არ უშვებენ. ეს ხდება მას შემდეგ, რაც მუსლიმმა მორწმუნეებმა მიიღეს დაპირება, რომ სალოცავად ადგილობრივი ხელისუფლება ალტერნატიულ ადგილს შესთავაზებდა. 

დაკეტილია სალოცავები, გვინდა რომ ვილოცოთ და არ გვალოცებენ. იქ არიან მართლმადიდებლები, ჩვენ არ გვიშვებენ,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

არ არიან მუსლიმანები აქ და რატომ უნდათ რაიონში რომ დადგან მეჩეთი, აქვთ სალოცავები, ილოცონ იქ. სახლშიც ლოცულობენ და ვითომ იმიტომ არ გამოდიან. ხალხი მოვედით და რას ითხოვენ, არც ვიცით, არ გამოდიან. ფანჯრიდან გვიღებენ და კონტაქტში არ შემოდიან," - ამბობს ერტ-ერთი ადგილობრივი.

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე მიმართავს როგორც მთავრობას, ასევე შსს-ს და პარლამენტის დეპუტატებს, რომ პრობლემის მოგვარებაში ჩაერთონ. 

ჩაუკეტეს გზა და არ მიუშვეს, რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა სამლოცველოში და პარასკევის ლოცვა შეასრულეს, მაგრამ სხვები არ მიუშვეს. ამ დროს ადგილზე მივიდნენ ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ პროტესტს, ამის უფლება ყველას აქვს, მაგრამ შეურაცხყოფის, გინების და დანაშაულის ჩადენის უფლება არავის აქვს. აქ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ამ დანაშაულს, პრაქტიკულად, არ აღკვეთს სახელმწიფო. ეს არ მოიტანს კარგს რამეს - ის, რომ ვიღაც დათმობს, ვიღაცას შეეშინება, სხვადასხვა ხერხებით მოხსნიან მეჩეთს, ეს არ მოხდება.

მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, არავინ არაფერს აკეთებს, განცხადებებს არ აკეთებენ, მე ყველას ჩავუგდე - ეს დუმილით არის ერთგვარი სერიოზული პრობლემა. მოვუწოდებ შსს-ს, მთავრობას, რომ დროულად და დაუყოვნებლიც მიიღონ ზომები და დანაშაულზე აგონ ადამიანებმა პასუხი," - ამბობს დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოქალაქეებს მოუწოდეს მშვიდობიანი პროტესტისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში "სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი".

ამ წუთებში უკიდურესად არის დაძაბული ვითარება ადიგენში - მეჩეთის გამო დაწყებული კონფლიქტიდან რამდენიმე კვირის თავზე მუსლიმ მორწმუნეებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი პარასკევის ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევს. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს მეჩეთშიიი არ უშვებენ.

მსგავსი სიახლეები