"ვიღაცის ბრმა იარაღი არ ვიყოთ" - რა ხდება ადიგენში
პარასკევის ლოცვა ჩაიშალა - მუსლიმმა მორწმუნეებმა ვერც ამჯერად შეძლეს ლოცვ. ადიგენში ამ დრომდე საყურადღებო ვითარებაა - ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
სალოცავად გასულ მორმწუნეებს დღეს ისევ სოფლის მოსახლოების ნაწილი დაუპირისპირდა, აგრესიულად განწყობილ მოლაქეებს შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.
დაპირისპირებიის შემდეგ მოსახლეობასთან სასაუბროდ ადიგენის მერი მივიდა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრობლემის გადაწყვეტა საკუთარ თავზე აიღო.
რატომ გახდა საჭირო დაბა ადიგენში მეჩეთის გახსნა, როცა ზარზმაში ხომ შენდება მეჩეთი, ვინმე თქვენთაგანი თუ იტყვის, იქ რომელიმე მართლმადიდებელი მივიდა და უთხრა, რატომ აშენებ მეჩეთს?“ - თქვა მერმა.
იძულებული გავხდით, რომ დღეს მოვსულიყავით და გველოცა. ჩვენ უნდა გველოცა და მივდიოდით,“ - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მერი ადგილობრივებს დროს სთხოვს, რომ ხელისუფლებამ პრობლემა მოაგვაროს.
ვიღაცის ბრმა იარაღი არ ვიყოთ, ვაცადოთ ხელისუფლებას, როგორმე ეს პრობლემა მოვაგვაროთ ისე მშვიდობიანად, რომ არცერთი მხარე არ იყოს დაზარალებული,“ - თქვა მერმა.
ადგილობრივებისთვის მიუღებელია, რომ მუსლიმი მოსახლეობა არა სალოცავში, არამედ სახლში იკრიბებიან ლოცვისთვის.
პარასკევს ისევ შეიკრიბებიან და ვერ შეთანხმდნენ. აქვთ სალოცავები, არის ყველა სოფელში - არ არის სავალდებულო, ეს არის საცხოვრებელი სახლი და არ უნდა იყოს მათი სალოცავი ადგილი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება ადიგენში - მეჩეთის გამო დაწყებული კონფლიქტიდან რამდენიმე კვირის თავზე მუსლიმ მორწმუნეებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, პარასკევის ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევდა.