ძალიან სამწუხარო იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ დაზვერვის სამსახური ექცევა პარტიული გავლენის ქვეშ - ახვლედიანი

05.04.24 17:22
ძალიან სამწუხარო იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ დაზვერვის სამსახური ექცევა პარტიული გავლენის ქვეშ - ახვლედიანი

"ძალიან სამწუხარო იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ დაზვერვის სამსახური ექცევა პარტიული გავლენის ქვეშ,“ - ამ განცხადებას "პირველებთან" დეპუტატი არმაზ ახვლედიანი აკეთებს.

ახვლედიანი ეხმაურება დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაიას გადაყვანას და ეჭვობს, რომ ამ საკადრო ცვლილების მიზანს, სავარაუდოდ, უწყების პარტიულ ინტერესებზე დაქვემდებარება წარმოადგენს.

არ ვიცი, ბატონი ირაკლი ბერაიას შესაბამისი კვალიფიკაციის შესახებ, რამდენად შეესაბამება ამ თანამდებობას, ვნახავთ ალბათ, და დავრწმუნდებით უახლოეს ხანებში, რის გამო მიიღო პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება. მე ყველაზე მეტად, რაც მაფრთხობს და მაფიქრებს, ეს არის პარტიული გავლენა ამ სამსახურში. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ დაზვერვის სამსახური ექცევა პარტიული გავლენის ქვეშ,“ - ამბობს არმაზ ახვლედიანი.

ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბერაიას მიერ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება რამდენიმე თვის წინ ქალმა დეპუტატებმა მოითხოვეს მის მიერ სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო:

ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს - ხათუნა სამნიძე

ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებულ უმძიმეს სექსისტურ განცხადებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ვითხოვთ - SJC

რა სასჯელი უნდა დაეკისროს დეპუტატს, რომელიც ქალებზე ძალადობას ახალისებს? - იურისტების ინიციატივა

 

მსგავსი სიახლეები