ან შეცდომაში არიან შეყვანილი ან პოლიტიკურ თამაშებში ღებულობენ მონაწილეობას - ვოლსკი ევროპელი პარტნიორების განცხადებაზე

05.04.24 17:38
ან შეცდომაში არიან შეყვანილი ან პოლიტიკურ თამაშებში ღებულობენ მონაწილეობას - ვოლსკი ევროპელი პარტნიორების განცხადებაზე

ან შეცდომაში არიან შეყვანილი ან გარკვეულ პოლიტიკურ თამაშებში ღებულობენ მონაწილეობას - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი გია ვოლსკი 12 ევროპული ქვეყნის 13 პარლამენტარის მოწოდებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უკან გაიწვიონ რუსული კანონი.

ვოლსკის თქმით, იმის გამო, რომ 13-მა ქვეყანამ თავისი "რაღაც" პოზიცია გამოხატა კანონის მიმართ, ეს არ არის იმსი საფუძველი, რომ ხელისუფლებამ ხალხის ინტერესს უღალატოს.

აქ არის გარკვეული წამხედურობაც არის და გარკვეული დამოკიდებულებაც არის ამ საკითხის მიმართ. ჩვენ არ გვაქვს უფლება იმის გამო, რომ 12- მა ქვეყანამ რაღაც პოზიცია გამოხატა ამ კანონის მიმართ, ვუღალატოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხალხს, რომელი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უდნა იყოს. აქედან გამომდინარე, ვინც ამ განცხადებას აკეთებს, ყველა არიან ან შეცდომაში შეყვანილი ან გარკვეულ პოლიტიკურ თამაშებში ღებულობს მონაწილეობას", - ამბობს ვოლსკი.

მძიმე პარასკევი "ქართული ოცნებისთვის" - 12 ევროპული ქვეყნის 13 პარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უკან გაიწვიონ რუსული კანონი.

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნორვეგიის და კიდევ შვიდი სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ფიქრობენ, რომ კანონი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იღებს არის მტრული ნაბიჯი  ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისთვის.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას - უთვლიან ნეიტრალური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური პოლიტიკოსები "ოცნების" ხელისუფლებას. ევროპაში ფიქრობენ, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს დემოკრატიას და გზას ევროკავშირისკენ ძირს გამოუთხრის. 

მსგავსი სიახლეები