არასწორ და მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის გაკეთებული - წილოსანი ევროპელი პარტნიორების განცხადებაზე

05.04.24 18:01
არასწორ და მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის გაკეთებული - წილოსანი ევროპელი პარტნიორების განცხადებაზე

"ოცნების" წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, 12 ევროპული ქვეყნის 13 პარლამენტარის მოწოდება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უკან გაიწვიონ რუსული კანონი არასწორ და მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის გაკეთებული.

არასწორი იყო ფორმულირება იმ კანონპროექტის, რომელიც ახლა არის დაინიცირებული, იყო ძველი ფორმულირება, მათ შორის სიტყვა "აგენტი" და ა.შ. რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ინფორმაცია ნამდვილად არ არის სწორად მისული და არასწორ და მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის გაკეთებული სამწუხაროდ ეს კომენტარი. თუ ამავე სათაურით და ამ კანონზე საუბრობენ, უნდა იყოს ფორმულირებაში ეს სათაური და ეს პრინციპები და არა ერთი წლის წინანდელი ფორმულირება და ვორდინგი, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ზოგიერთი ადამიანი ერთი წლის წინანდელ მოცემულობაშია ჩარჩენილი", - აცხადებს ნინო წილოსანი.

მძიმე პარასკევი "ქართული ოცნებისთვის" - 12 ევროპული ქვეყნის 13 პარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უკან გაიწვიონ რუსული კანონი.

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნორვეგიის და კიდევ შვიდი სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ფიქრობენ, რომ კანონი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იღებს არის მტრული ნაბიჯი  ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისთვის.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას - უთვლიან ნეიტრალური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური პოლიტიკოსები "ოცნების" ხელისუფლებას. ევროპაში ფიქრობენ, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს დემოკრატიას და გზას ევროკავშირისკენ ძირს გამოუთხრის. 

მსგავსი სიახლეები